გრემ პოტერი
Aa
Aa

ახალი მწვრთნელი ვესტ ჰემში - ლოპეტეგის შემცვლელი ცნობილია

ლონდონის საფეხბურთო კლუბ „ვესტ ჰემის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია. ამ თანამდებობაზე ესპანელი სპეციალისტი ხულიენ ლოპეტეგი გრემ პოტერმა შეცვალა, რომელთანაც 2.5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. როგორც კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, 49 წლის მწვრთნელი ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელსაც დირექტორთა საბჭოს წევრები „ვესტ ჰემის“ დამრიგებლის ამპლუაში განიხილავდნენ და მასთან შეთანხმების მიღწევა იოლად მოხერხდა.

პოტერის უკანასკნელი სამუშაო ადგილი კიდევ ერთი ლონდონური კლუბი „ჩელსი“ გახლდათ, რომელსაც 2022 წლის 8 სექტემბრიდან 2023 წლის 2 აპრილამდე ამზადებდა და მისი ხელმძღვანელობით გამართული 31 მატჩიდან „არისტოკრატებმა“ 12 მოიგეს, 8 ფრედ დაასრულეს და 11-ში დამარცხდნენ. კარიერის საუკეთესო წლები კი უდავოდ „ბრაიტონში“ გაატარა, სადაც არსებული მწირი რესურსებიდან გამომდინარე, იმდენად კარგი შედეგები ჰქონდა, რომ წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელების კანდიდატთა სიაში რამდენჯერმე მოხვდა.

20 ტურში დაგროვებული 23 ქულით „ვესტ ჰემი“ ინგლისის პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 7 ქულით უსწრებს. პოტერის დებიუტი „ჩაქუჩებში“ კი სავარაუდოდ ხვალ, ინგლისის ასოციაციის თასზე, „ასტონ ვილასთან შეხვედრაში შედგება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
უთანხმოება ამომავალ ვარსკვლავთან - მანიუ მაინუს კარგავს
უთანხმოება ამომავალ ვარსკვლავთან - მანიუ მაინუს კარგავს