ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

მორიგი შეთავაზება ნაპოლის - პსჟ კვლავ ამოქმედდა

პსჟ-მ „ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მორიგი შეთავაზება გაუკეთა. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, პაოლო ბარჯიჯას ინფორმაციით, პარიზული გუნდი მზადაა ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერში 90 მილიონი ევრო გადაიხადოს.

რას ამბობს ბარჯიჯა:

„უფრთხილდით პსჟ-ს! ფრანგები კვლავ მიუბრუნდნენ ხვიჩა კვარაცხელიას ყიდვის გეგმას და „ნაპოლის“ 90 მილიონი ევრო შესთავაზეს. ისინი ქართველის შესაძენად ყველაფერს გააკეთებენ და მზად იქნებიან, ეს ციფრი კიდევ გაზარდონ. დიდი შანსია, რომ 100 ან 110 მილიონის შეთავაზების შემთხვევაში დე ლაურენტისი დანებდეს. ასევე, შესაძლოა, რომ პარიზელებმა მოლაპარაკებებში მილან შკრინიარიც ჩართონ“.

ცნობისთვის, დღესვე გავლენიანმა იტალიელმა სატრანსფერო ექსპერტმა, ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი ოფიციალურად შესთავაზა, თუმცა, ქართველი ფეხბურთელის მხარე პასუხის დაბრუნებას არ ჩქარობს და დიდი შანსია, რომ ნეაპოლურ გუნდთან კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივოს. მისივე თქმით, როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პარიზული გუნდისთვის მთავარი მიზანი ხვიჩა კვარაცხელიას დამატება იქნება.

მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში 17 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ასე, მისი შენარჩუნების დიდი შანსი იქნება“ - ნაპოლის ექს-მცველი კვარაზე
„ასე, მისი შენარჩუნების დიდი შანსი იქნება“ - ნაპოლის ექს-მცველი კვარაზე