ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ნაპოლი პასუხს ელოდება, პსჟ სიტუაციას აკვირდება“ - რომანო კვარაზე

ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო „ნაპოლის“ ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს. რომანოს ცნობით, კვარას „ნაპოლის“ მიერ გაკეთებულ შეთავაზებაზე პასუხი ჯერ გაუცია და არაა გამორიცხული, ხვიჩამ კარიერა საფრანგეთში გააგრძელოს.

რას წერს რომანო:

„შეთავაზებაზე, რომელიც ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას გაუგზავნა, კლუბს პასუხი ისევ არ მიუღია. ჩემი ინფორმაციით, სიტუაციას ყურადღებით აკვირდება „პარი სენ-ჟერმენი“. ისევე როგორც ზაფხულში, კვარა პარიზელთა ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.

პარიზელებსა და „პარტენოპეის“ შორის პირდაპირი კონტაქტია დამყარებული... პსჟ ცდილობს, ტრანსფერი ზამთარშივე განახორციელოს, და „ნაპოლის“ კვარას სანაცვლოდ ფეხბურთელებს (მილან შკრინიარს) და ფულს სთავაზობს. ყველაფერი „ნაპოლის“ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი“ ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმებას ამ დრომდე ვერ აღწევენ. ბოლო ინფორმაციით, რომელიც ახალ წლამდე გავრცელდა, ნათქვამი იყო, რომ მხარეები ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს იყვნენ, რაც ხელფასის 6-მილიონ ევრომდე მომატებასა და გამოსასყიდი თანხის გაწერას ითვალისწინებდა.

თუმცა, მოგვიანებით იტალიურ მედიაში დაიწერა, რომ მოლაპარაკებები კვლავ ჩიხში შევიდა.

მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში 17 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები