„ჩემი პროგნოზი მერაბის გამარჯვებაა“ - UFC-ის ექსჩემპიონი
UFC-ის ქვემძიმე წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჯამაჰალ ჰილმა განაცხადა, რომ უმარ ნურმაგომედოვისა და მერაბ დვალიშვილის დაპირისპირებაში უპირობო ფავორიტად ქართველ მებრძოლს მიიჩნევს.
რა თქვა ექსჩემპიონმა:
„მიკერძოებული ვარ. ამ ჩხუბთან დაკავშირებით მიუკერძოებელი ვერ ვიქნები. ყოველთვის მერაბზე ვდებ ფსონს. 100%-ით, ჩემი პროგნოზი მერაბის გამარჯვებაა“.
შეგახსენებთ, რომ UFC 311-ზე მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტულს პირველად დაიცავს, მისი მეტოქე კი დაუმარცხებელი დაღესტნელი, უმარ ნურმაგომედოვი იქნება (18-0). მერაბისა და უმარის ჩხუბი თბილისის დროით, 19 იანვარს, გამთენიისას შედგება.
ცნობისთვის, მერაბის ანგარიშზე MMA-ში გამართული 22 ბრძოლიდან 18 მოგება და 4 მარცხია. 2024 წლის 14 სექტემბერს მერაბმა სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, შონ ომალი დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.
ბუკმეკერები ფავორიტად უმარს თვლიან და მიაჩნიათ, რომ „მანქანას“ ქამრის შენარჩუნების ძალიან დაბალი შანსი აქვს.