კამერები ბევრს ცვლის - მახაჩევი დიაზთან ინციდენტზე
არმან ცარუკიანთან ბრძოლის გამართვამდე რამდენიმე კვირით ადრე, UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა ერთ-ერთ გამოცემას ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც უამრავ საინტერესო საკითხზე ისაუბრა. ბუნებრივია, რეპორტიორს განსაკუთრებით აინტერესებდა მისი და ნეტ დიაზის ურთიერთობაზე, რასთან დაკავშირებითაც MMA-ს დაღესტნელმა ლეგენდამ ვრცელი პასუხი გასცა.
ისლამ მახაჩევი
ქრონოლოგიურად მივყვეთ - ჩვენს შორის კონფლიქტი UFC 311-ის ღონისძიებაზე დაიწყო, როდესაც პრეს კონფერენცია მიმდინარეობდა, ნეტ დიაზმა შუა თითის კომბინაცია გვიჩვენა. შესაძლოა ვინმესთვის ეს ნორმალურია, მაგრამ ჩვენთვის არავითარ შემთხვევაში.
მაშინ ჩვენთან ერთად იმყოფებოდა პიროვნება, რომელიც გაციებული იყო და პირბადე ეკეთა. ვვარაუდობ, რომ დიაზს ის ხაბიბი ეგონა და ეს ჟესტიც მისი მისამართით გააკეთა. სიმართლე კი ის არის, რომ ამ დღეს ნურმაგომედოვი ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთოდ არ იმყოფებოდა.
არადა, ამ ინციდენტამდე დაახლოებით ექვსი თვით ადრე, ნეტ დიაზი ლას-ვეგასში ერთ-ერთი სასტუმროს ლიფტში შემხვდა, გაჩერდა, ხელი ჩამომართვა და მითხრა, რომ უზომოდ მაფასებდა. რატომ მოიქცა პრეს კონფერენციაზე ასე? ალბათ იმიტომ, რომ კამერები ადამიანებს ძალიან ცვლის.
მახაჩევი მსუბუქ დივიზიონში საჩემპიონო ქამარს 19 იანვარს, არმან ცარუკიანთან შეხვედრაში დაიცავს. რაც შეეხება ნეტ დიაზს, მან კარიერაში გამართული 34 ბრძოლიდან 21 თავის სასარგებლოდ დაასრულა, 17-ჯერ კი მეტოქეები დაანოკაუტა.