ბექა ბურჯანაძე, კამარ ბოლდუინი
Aa
Aa

ბოლდუინი ბურჯანაძის წინააღმდეგ - ქართული დაპირისპირება ესპანეთში

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის XIV ტურის გადადებულ შეხვედრაში „ბასკონიამ“ საკუთარ დარბაზში „ლეიმა“ 48-ქულიანი სხვაობით, 114:66 დაამარცხა. ქართველი გულშემატკივრისთვის ეს დაპირისპირება განსაკუთრებით საინტერესო გახლდათ, რადგან როგორც მასპინძელთა, ასევე სტუმართა შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების მოთამაშეები ასპარეზობდნენ.

ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის ნატურალიზებულმა ამერიკელმა მოთამაშემ, რომელიც „ბასკონიაში“ გამოდის, 21 წუთში 17 ქულა, 3 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ბოლდუინმა ხუთიდან სამი სამქულიანი და ხუთიდან ოთხი ორქულიანი გამოიყენა, ასისტების რაოდენობით კი ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა.

რაც შეეხება „ლეიმას““ ქართველ ლეგიონერს, ბურჯანაძემ პარკეტზე ასევე 21 წუთი დაჰყო, რა დროშიც თავი 9 ქულას, 3 მოხსნასა და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა. მან ორიდან ერთი სამიანი, სამიდან ერთი ორიანი და ექვსიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო.

15 ტურის შემდეგ 7 მოგებითა და 8 წაგებით „ბასკონია“ ლიგა ენდესას სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზეა, ხოლო „ლეიმას“ 4 მოგებასთან ერთად, 11 წაგება აქვს და ბოლოსწინა, მე-17 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
17 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი - სანაძის დებიუტი საბერძნეთში
17 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი - სანაძის დებიუტი საბერძნეთში