არნე სლოტი
Aa
Aa

24-მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა | ლივერპულმა ტოტენჰემთან წააგო

„ლივერპულის“ წაუგებელი სერია დასრულდა - ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალის პირველ მატჩში არნე სლოტის გაწვრთნილი გუნდი „ტოტენჰემთან“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე დომინიკ სოლანკეს პასის შემდეგ ლონდონელთა შვედმა ნახევარმცველმა, ლუკას ბერგვალმა გაიტანა. საპასუხო მატჩი 6 თებერვალს გაიმართება.

მატჩის შემდეგ სლოტმა მსაჯის მიერ მიღებულ საკამათო გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, როდესაც, მისი აზრით, ბერგვალი კოსტას ციმიკასის წინააღმდეგ წესების დარღვევისთვის ყვითელ ბარათს იმსახურებდა, რომელიც მისთვის მეორე იქნებოდა.

„ამ გადაწყვეტილებამ მატჩის შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა. სათადარიგო მსაჯმა მითხრა, რომ ყვითელი ბარათი არ იყო ნაჩვენები, იმიტომ რომ ჩვენი კონტრშეტევა არ ჩაშლილა.

არ გვიყვარს წაგება, მაგრამ პოზიტიური მომენტი ისაა, რომ საპასუხო მატჩი გვექნება. დღეს ორივე გუნდს მაღალი პრესინგით თამაში სურდა. ჩვენ საკმარისად კარგად ვითამაშეთ და მარცხს არ ვიმსახურებდით“.

14 სექტემბრის შემდეგ ეს „წითლების“ პირველი მარცხია. ამ დროის განმავლობაში მერსისაიდელებმა 20 მატჩი მოიგეს, 4 კი ფრედ დაასრულეს.

მომდევნო მატჩს „ლივერპული“ 11 იანვარს, ინგლისის თასზე, „აკრინგტონის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სანახაობრივი ფრე ენფილდზე - ლივერპულმა და მან. იუნაიტედმა ქულები გაიყვეს
სანახაობრივი ფრე ენფილდზე - ლივერპულმა და მან. იუნაიტედმა ქულები გაიყვეს