ხაბიბ ნურმაგომედოვი, უმარ ნურმაგომედოვი, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

ხაბიბის ფიქრები უმართანაა - უსმანი დვალიშვილის ბრძოლაზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის დაცვას მერაბ დვალიშვილი 19 იანვარს, უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ ბრძოლაში შეეცდება. უკვე გაირკვა, რომ ამ უკანასკნელს შეხვედრის მიმდინარეობისას კუთხეში ეყოლება მისი ლეგენდარული ბიძაშვილი ხაბიბ ნურმაგომედოვი და მის გარდა, უმარის სეკუნდანტები იქნებიან და საჭირო რჩევებს ხავიერ მენდესი და მაგომედ აბდულხამიდოვი მისცემენ.

როგორც ხედავთ, უმარის კარგი მომზადება ამ ეტაპზე ხაბიბისთვის პრიორიტეტულია და Bellatore-ს მებრძოლი, უსმან ნურმაგომედოვი, რომელიც 25 იანვარს პოლ ჰიუზთან ჩხუბისთვის ემზადება, სწორედ ამის გამო არ ჩავიდა ბიძაშვილთან საწვრთნელ ბანაკში.

რას ამბობს უსმანი

რატომ არ ჩავედი ხაბიბთან? თავდაპირველად სავიზო პრობლემები შემექმნა. მოგვიანებით ვიზა მომცეს, მაგრამ გადავწყვიტე შტატებში გამგზავრებისგან თავი შემეკავებინა. რომ ჩავსულიყავი აკლიმატიზაციისთვის 10 დღეს მაინც დავკარგავდი, მე კი დასაკარგი დრო არ მქონდა, ამიტომაც დაღესტანში დარჩენა გადავწყვიტე.

ასეც რომ არ იყოს, ახლა საკუთარზე უფრო მეტად უმარისა და ისლამის ბრძოლებზე ვნერვიულობ. თუმცა, ორივესთან ხაბიბია და დარწმუნებული ვარ ორივე გაიმარჯვებს.

ცნობისათვის, ხაბიბ ნურმაგომედოვი UFC 311-ზე უმარ ნურმაგომედოვისა და ისლამ მახაჩევის გარდა, სეკუნდანტად კიდევ ერთ დაღესტნელ მებრძოლს, ტაგირ ულანბეკოვს ეყოლება. აქვე გეტყვით, რომ ერთ ქარდზე ხაბიბი ერთბაშად სამი მებრძოლის კუთხეში სამჯერ მდგარა და როგორც UFC 267-ზე, ასევე UFC 280-ზე სამივემ გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„დიდი მოაზროვნე არ არის და მისი გაბრაზება საკმაოდ მარტივია“ - ომალის მწვრთნელი მერაბზე
„დიდი მოაზროვნე არ არის და მისი გაბრაზება საკმაოდ მარტივია“ - ომალის მწვრთნელი მერაბზე