ტყის ხანძრის შედეგად - კერის ბავშვობის სახლი განადგურდა
„გოლდენ სტეიტის“ მთავარ მწვრთნელს, სტივ კერის გუნდის ერთ-ერთი ვარჯიშის დასრულების შემდეგ, უსიამოვნო ამბავი შეატყობინეს. „უორიორსის“ დამრიგებელს დედამ, ენ კერიმ დაურეკა და აცნობა, რომ ტყის ხანძრის შედეგად, კალიფორნიის ელიტურ რაიონ პასიფიკ პალისეიდსში მდებარე სახლი, სადაც მას მთელი ბავშვობა ჰქონდა გატარებული, მთლიანად განადგურდა.
ზარალის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის, მაგრამ საცხოვრებელი პრაქტიკულად აღარ არსებობს. ხანძრის გაჩენის დროს, სახლში სწორედ სტივ კერის დედა იმყოფებოდა, რომელმაც საშველად შვილის გარდა, ახლობლებსა და მეგობრებს დაურეკა. ენი მაშინვე გადაიყვანეს უახლოეს სასტუმროში, თუმცა იმდენად მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ზუსტად ერთ საათში უკან დაბრუნდა და სახანძრო სამსახურს რითაც შეეძლო ეხმარებოდა.
ამერიკის შეერთებული შტატების ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განკარგულებით კალიფორნიაში მომხდარი მასშტაბური ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ხანძარს ბოლო მონაცემებით ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.