„დიდი მოაზროვნე არ არის და მისი გაბრაზება საკმაოდ მარტივია“ - ომალის მწვრთნელი მერაბზე
შონ ომალის მწვრთნელმა, ტიმ უელჩმა Submission Radio-სთან ინტერვიუში მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა.
რას ამბობს უელჩი:
„მერაბი ვიწროდ აზროვნებს. ის არ არის დიდი მოაზროვნე და მის გარშემო ეს ყველამ იცის. ის ერთ-ერთია იმ ბიჭებს შორის, რომელიც მოწინააღმდეგეებზე უნდა გაბრაზდეს და ეს საკმაოდ მარტივია. პრესკონფერენციაზე უმარს უყვირა და კინაღამ ატირდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მას თავის გაკონტროლება გაუჭირდა“.
„ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მერაბი მის ნებისმიერ სიტყვაზე უარყოფითად რეაგირებს. სოციალურ ქსელებში, მისი მისამართით წარმოთქმულ ფრაზებს ყოველთვის სერიოზულად აღიქვამს. ის ყველა კრიტიკას დიდ ყურადღებას აქცევს და პატარა პროვოკაციაზეც ეგება. იმედი მაქვს, მწვრთნელებმა გააფრთხილეს, რომ ეს სახიფათოა“.
„მერაბი უცნაური ბიჭია, მაგრამ ის ჩემპიონია. სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში ბევრი ძლიერი მებრძოლია და შესაბამისად, ამ წონის ხუთეულში მოხვედრა ნამდვილად დიდი მიღწევაა. ყველა გამარჯვება საკმაოდ რთულად მისაღებია“.
ტიმ უელჩმა „მანქანას“ შესახებ რამდენიმე კვირის წინაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი პროგნოზით ამ ბრძოლაში გამარჯვებული უმარ ნურმაგომედოვი იქნება.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი და ნურმაგომედოვი 19 იანვრის ღამეს UFC 311-ზე იბრძოლებენ. ბუკმეკერები ფავორიტად უმარს თვლიან და მიაჩნიათ, რომ „მანქანას“ ქამრის შენარჩუნების ძალიან დაბალი შანსი აქვს.