ავსტრალიის ღია პირველობა | ბასილაშვილი ძირითად ბადეშია
ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში მოხვდა. საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე რაუნდში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე იტალიელი ფრანჩესკო პასარო იყო (105), რომელსაც ბასილაშვილმა ორ სეტში, 6:3, 6:3 მოუგო.
მანამდე ბასილაშვილმა ასპარეზობას რუსი ალიბეკ კაჩმაზოვი და ავსტრალიელი კრუზ ჰიუიტი გამოთიშა. ტურნირის ძირითად ბადეში მისი პირველი მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ბოლოს ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში 2023 წელს ითამაშა, სადაც პირველივე წრეში ამერიკელ ტეილორ ფრიცთან დამარცხდა.
The Basil is through to the #AO2025 main draw!
— #AusOpen (@AustralianOpen) January 9, 2025
Nikoloz wins in straight sets over Passaro, 6-3 6-3. pic.twitter.com/KxMzBIa1vm