გავი, ჰანსი ფლიკი, ლამინ იამალი
Aa
Aa

კლასიკოს მოლოდინში - ბარსელონამ ბილბაო დაამარცხა და სუპერ თასის ფინალშია

ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში „ბარსელონა“ და „ბილბაო“ დაუპირისპირდნენ. მატჩი საუდის არაბეთში, კერძოდ ჯედაში გაიმართა და კატალონიელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში მე-17 წუთზე გაიხსნა. ბალდეს წამოწყებული შეტევა რაფინიამ ჭკვიანურად გააგრძელა და საბოლოოდ, ბალდეს პასის შემდეგ გავიმ დასწრებაზე ანგარიში გახსნა.

პირველ ტაიმში „ბარსამ“ მეტოქეს აჯობა და ლოგიკურად მოიგო.

მეორე ტაიმი ბასკებისთვის კარგად არ დაიწყო. 52-ე წუთზე გავიმ საგოლე გადაცემაც გაიფორმა და ლამინ იამალი ერთი-ერთზე დატოვა, რომელმაც ელეგანტური მოძრაობით უნაი სიმონს გაუტანა.

ბასკებმა შეხვედრის მიწურულს გატანა შეძლეს, თუმცა თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა და ერნესტო ვალვერდეს გუნდმა მატჩის ფინალური წუთების დაძაბვა ვერ შეძლო. ფლიკის „ბლაუგრანამ“ საბოლოო ჯამში მეტოქის დამარცხება დამაჯერებლად შეძლო.

შეგახსენებთ, რომ სუპერ თასის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა დღეს, 23:00-ზე გაიმართება და ერთმანეთს მადრიდის „რეალი“ და „მალიორკა“ დაუპირისპირდებიან. გამარჯვებული 12 იანვარს ფინალში „ბარსელონას" დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ასე, მისი შენარჩუნების დიდი შანსი იქნება“ - ნაპოლის ექს-მცველი კვარაზე
„ასე, მისი შენარჩუნების დიდი შანსი იქნება“ - ნაპოლის ექს-მცველი კვარაზე