ჟოან ლაპორტა, დანი ოლმო, პაუ ვიქტორი
Aa
Aa

ოფიციალურად: CSD-მა ბარსას ოლმოსა და ვიქტორის დროებით რეგისტრაციის უფლება მისცა

ცოტა ხნის წინ, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ CSD-მა „ბარსელონას“ დანი ოლმოსა და პაუ ვიქტორის დროებით დარეგისტრირების უფლება მისცა.

As-ის ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილება სამ თვეში იქნება მიღებული. ზემოაღნიშნული ორგანო განიხილავს „ბლაუგრანას“ მოთხოვნას, რომელიც შედგება 52 გვერდისა და 60 დოკუმენტისგან. კატალონიელები თვლიან, რომ ლა ლიგა მათ უსამართლოდ ექცევა, როცა ოლმოსა და ვიქტორის რეგისტრაციის უფლებას არ აძლევს.

ესპანური პრესის ცნობით, საბოლოოდ მოსალოდნელია, რომ სასამართლო „ბარსელონას“ სარჩელს დააკმაყოფილებს, რადგან ლა ლიგის რეგულაციები ზედმეტად მკაცრია და რიგი საკითხები საკმაოდ ბუნდოვანია, რაც კითხვებს ბადებს.

ოლმოსა და ვიქტორს ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში „ბილბაოს“ წინააღმდეგ თამაში შეეძლოთ, თუმცა „ბარსამ“ მათი განაცხადში შეყვანა ვერ მოასწრო. თუ კატალონიელები ბასკებს დაამარცხებენ, ორივე მოთამაშე ფინალში ასპარეზობის უფლებას მიიღებს.

ჟოან ლაპორტას რეაქცია, როცა CSD-ის გადაწყვეტილების შესახებ გაიგო

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ბარსა 1:1 წესს დაუბრუნდა - კლუბი სატრანსფერო ბაზარზე თავისუფლად იმოქმედებს
ბარსა 1:1 წესს დაუბრუნდა - კლუბი სატრანსფერო ბაზარზე თავისუფლად იმოქმედებს