ბუდუ ზივზივაძე, ჰაიდენჰაიმი, ფრანკ შმიდტი
Aa
Aa

„ჩვენს ხელში ტოპ დონის მოთამაშეა“ - ჰაიდენჰაიმის მწვრთნელი ბუდუზე

საქართველოს ნაკრების 30 წლის ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე უკვე ბუნდესლიგურ „ჰაიდენჰაიმშია“ და სეზონის მეორე წრისთვის ემზადება.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა ბუდუს შესახებ მედიასთან პირველად ისაუბრა.

„მიუხედავად იმისა, რომ ზივზივაძისთვის პირველი დღეები რთული იყო, მან მაინც შეძლო და ჩვენზე კარგი ფეხბურთელის შთაბეჭდილება დატოვა. უდიდესი მადლობა კარლსრუეს მწვრთნელს კრისტიან აიხნერს, რომ ახლა ჩვენს ხელში ტოპ დონის მოთამაშეა.

კარლსრუემ ბუდუს განვითარებისთვის უდიდესი სამუშაო გასწია. მე მჯერა, რომ ზივზივაძე ჩვენს გუნდს სარგებელს თავიდანვე მოუტანს. მას დიდი გამოცდილება აქვს და გუნდელებს ამას გაუზიარებს“.

- ციტირებს შმიდტის სიტყვებს SWR Sport-ი.

ბუდუს ახალი გუნდი ბუნდესლიგაში დასარჩენად იბრძვის და 15 ტურის შემდეგ 10 ქულით მე-16 ადგილზე იმყოფება. „ჰაიდენჰაიმი“ ბუნდესლიგაში მე-16 ტურის შეხვედრას 11 იანვარს, შინ „უნიონ ბერლინთან“ გამართავს და მოსალოდნელია, რომ ბუდუს დებიუტი სწორედ ამ მატჩში შედგება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კონტე კვარას არყოფნით ბედნიერია | კასანომ ხვიჩაზე ისაუბრა
კონტე კვარას არყოფნით ბედნიერია | კასანომ ხვიჩაზე ისაუბრა