ლამინ იამალი
Aa
Aa

იამალი: ბარსა ჩემი ცხოვრების კლუბია

„ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ვინგერმა, ლამინ იამალმა თქვა, რომ თამაში მხოლოდ კატალონიურ კლუბში სურს.

17 წლის ვარსკვლავის თქმით, არ იცის ახალი კონტრაქტს როდის გაუფორმებენ, თუმცა სჯერა, რომ ეს მალე მოხდება.

„ბოლოს და ბოლოს, „ბარსა“ ჩემი ცხოვრების კლუბია. იმედი მაქვს, კონტრაქტს გავახანგრძლივებ და კლუბში რაც შეიძლება დიდხანს დავრჩები. მინდა ესპანეთის ლიგაში ვითამაშო. მინდა „ბარსას“ წევრი ვიყო და დიახ, კონტრაქტს გავაგრძელებ - მე ამას გავაკეთებ“, - თქვა იამალმა CNN Sport-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ იამალი ბარსელონას გაზრდილი გახლავთ, პირველ გუნდში დებიუტი კი 2023 წელს ჰქონდა.

2023 წლიდან დღემდე, 17 წლის გარემარბმა ბლაუგრანას მაისური ყველა ტურნირზე ერთად 72-ჯერ მოირგო, 13 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კონტე კვარას არყოფნით ბედნიერია | კასანომ ხვიჩაზე ისაუბრა
კონტე კვარას არყოფნით ბედნიერია | კასანომ ხვიჩაზე ისაუბრა