ჯონ ჯონსი, ტომ ასპინალი
Aa
Aa

ბლახოვიჩი ფიქრობს, რომ ჯონსს ასპინალის ეშინია

UFC-ს ქვე-მძიმე კატეგორიის დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, იან ბლახოვიჩი მიიჩნევს, რომ ჯონ ჯონსს ტოპ ასპინალთან ჩხუბის ეშინია.

პოლონელი მებრძოლის თქმით, ჯონსს ალექს პერეირასთან ჩხუბი სურს, რადგან ის UFC-ში დიდი ვარსკვლავი გახდა.

„ვფიქრობ, ჯონმა ასპინალთან უნდა იჩხუბოს, მაგრამ ჩემი აზრით, მას ტომის ცოტათი ეშინია. ასპინალი არის ის, ვისაც ჯონსის ცემა შეუძლია. ჯონს შეუძლია პერეირაზე კონტროლი მოიპოვოს, ასპინალთან კი ყველაფერი ასე მარტივი არ იქნება“, - თქვა ბლახოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ჯონსს ბოლო ჩხუბი 17 ნოემბერს UFC 309-ზე ჰქონდა და მან სტიპე მიოჩიჩი ნოკაუტით დაამარცხა. ამ გამარჯვებით, მან საკუთარი დაუმარცხებელი სერია 20-მდე გაზარდა.

ამერიკელი გახდა მეოთხე ჩემპიონი, რომელმაც ორ წონით კატეგორიაში ერთხელ მაინც დაიცვა ტიტულები.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„სხვა წონაშიც გავყვები...“ - ევლოევს თოფურიასთან ჩხუბი სურს
„სხვა წონაშიც გავყვები...“ - ევლოევს თოფურიასთან ჩხუბი სურს