გიორგი მამარდაშვილი, არნე სლოტი
Aa
Aa

„მამარდაშვილთანაც ასე მოვიქეცით...“ - არნე სლოტი

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუს დროს მერსისაიდული გუნდის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კლუბი იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი ფეხბურთელის დამატებას არ აპირებს.

რას ამბობს სლოტი:

„ვარ თუ არა გუნდით კმაყოფილი? დიახ, ძალიან კმაყოფილი ვარ. ზაფხულში ცოტა უცნაური იქნებოდა, ეს რომ მეთქვა, ახლა კი ნამდვილად კმაყოფილი ვარ. ზოგადად, ჩვენ ყოველთვის ვადევნებთ სატრანსფერო ბაზრის დინამიკას და ახალ სახეებს, ეს კლუბი ამას ყოველთვის აკეთებდა. ასე იყო მეკარე გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებითაც, რომელიც გუნდში ჯერ არ გვყავს. როდესაც ახალი ფეხბურთელის დამატების შანსი არსებობს, ეს კლუბი ყოველთვის ცდილობს ამ შანსის გამოყენებას, მაგრამ ახლა გუნდი სწორი გზით მიდის და ამის საჭიროებაც არ დგას. ახლა პრობლემა დაცვაში გვაქვს. სამწუხაროდ, ჯო გომესი ტრავმირებულია, მაგრამ მცველს არ დავიმატებთ. ის რამდენიმე კვირაში დაგვიბრუნდება. გუნდით ძალიან კმაყოფილი ვარ და ნდობას თითოეული ფეხბურთელი იმსახურებს. თუ ნახევარი სეზონის თამაშებს გადახედავთ, ამას თქვენც მიხვდებით“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულმა“ „ვალენსიადან“ 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა და 1 სეზონი იჯარის წესით კვლავ ესპანურ კლუბში დატოვა. ქართველი მეკარე მერსისაიდელებს 2025/26 წლების სეზონის დასაწყისში შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მბაპე VS. პსჟ | პარიზულ კლუბს უეფას სანქციები ემუქრება
მბაპე VS. პსჟ | პარიზულ კლუბს უეფას სანქციები ემუქრება