დეონტეი უაილდერის ქამბექი - ბრძოლა აპრილში გაიმართება
სუპერ მძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, დეონტეი უაილდერი რინგზე ბრუნდება.
როგორც Boxing News 24-ი წერს, 39 წლის ამერიკელი მოკრივე სტეფან შოუს დაუპირისპირდება, ორთაბრძოლა კი აპრილში, აშშ-ში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ უაილდერმა ბოლო ჩხუბი გასული წლის ივნისში გამართა. ის ჩინელ ჩჟან ჩჟილეისთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. მანამდე კი მან ჯოზეფ პარკერთან წააგო.
უაილდერი WBC-ის ვერსიით, მსოფლიო ჩემპიონი 2015 წლის იანვრიდან 2020 წლის თებერვლამდე იყო. ამ პერიოდის განმავლობაში მან ეს ტიტული 10-ჯერ წარმატებულად დაიცვა.