სენ-პიერმა წლის საუკეთესო მებრძოლი დაასახელა
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ჟორჟ სენ-პიერმა წლის საუკეთესო მებრძოლი დაასახელა. სენ-პიერის აზრით, 2024 წელს საუკეთესო მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ისლამ მახაჩევი იყო.
რას ამბობს სენ-პიერი:
„მახაჩევი შესანიშნავი მებრძოლია. ვფიქრობ, ახლა ის P4P რეიტინგის საუკეთესო მებრძოლია. ის და ხაბიბი თავიანთ დარგში საუკეთესოები არიან. დაღესტნელ მებრძოლებს ჭიდაობის უდიდესი გამოცდილება აქვთ და ამას ძალიან კარგად იყენებენ“.
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს მახაჩევმა მხოლოდ ერთი ბრძოლა გამართა: ივნისში მან დასტინ პორიე დააფინიშა. რაც შეეხება თოფურიას, ილიამ თებერვალში ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და ნახევრად მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა, ოქტომბერში კი მაქს ჰოლოუეი დაანოკაუტა და ჩემპიონის ქამარი დაიცვა.
მომდევნო ბრძოლას მახაჩევი UFC 311-ზე გამართავს და მისი მეტოქე ქამრის პირველი პრეტენდენტი, არმან ცარუკიანი იქნება. მახაჩევისა და ცარუკიანის ჩხუბი ლოს-ანჯელესში, თბილისის დროით 19 იანვარს გაიმართება.