„არ ვიცი, რამდენად სწორი იქნება კვარას ნერეშით ჩანაცვლება“ - ფედელე
ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო მენეჯერმა და ძმები კანავაროების ყოფილმა აგენტმა, ენრიკო ფედელემ Radio Marte-ს ეთერში ხვიჩა კვარაცხელიასა და დავიდ ნერეშის კონკურენციაზე ისაუბრა.
რას ამბობს ფედელე:
„ბრაზილიელი 5-კაცა ფეხბურთის მოთამაშე უფრო არის, მაგრამ ეს მას საერთოდ არ აკნინებს. თავისი ინდივიდუალური შესაძლებლობებით, მწვრთნელებს შეუძლიათ კარგად გამოიყენონ. კონტე მას რთულ მდგომარეობაში ბრწყინვალედ იყენებს. ნერეში ლავეზის მახსენებს, სწრაფია და კარგად მოძრაობს. მას შეუძლია როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ თამაში და ორივე ფეხს კარგად იყენებს. ის ნამდვილად კარგია და თამაშიდან თამაშამდე უმატებს, მაგრამ არ ვიცი, რამდენად მიზანშეწონილი იქნება ახლა კვარაცხელიას მისით ჩანაცვლება. ქართველს მატჩების გადაწყვეტა საერთოდ სხვა დონეზე შეუძლია. ნერეში კარგი ფეხბურთელია, თუმცა ბოლო მატჩში მისი ერთადერთი დასამახსოვრებელი ლუკაკუს ასისტით გატანილი გოლი იყო“.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით 17 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ქართველმა შემტევმა ბოლო მატჩი, რომელშიც „ნაპოლიმ“ სტუმრად „ფიორენტინასთან“ 3:0 გაიმარჯვა, ტრავმის გამო გამოტოვა. ხვიჩა მოედანს დიდი ალბათობით 12 იანვარს, „ვერონას“ წინააღმდეგ დაუბრუნდება.