ბარსელონა ოლმოსა და ვიქტორს დროებით დაარეგისტრირებს
„ბარსელონას“ დანი ოლმოსა და პაუ ვიქტორის დროებით დარეგისტრირების უფლება მისცემენ. საუბარია დაახლოებით სამთვიან პერიოდზე. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება.
შეგახსენებთ, რომ კატალონიურ კლუბს ლა ლიგამ და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ამ 2 ფეხბურთელის რეგისტრაციაზე უარი უთხრა, რის შემდეგაც „ბარსელონამ“ სპორტის საკითხებში უმაღლეს საბჭოს მიმართა.
როგორც Cadena SER-ი წერს, „ბარსას“ ოლმოსა და ვიქტორის დროებით რეგისტრაციის უფლებას მისცემს. როცა ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოცხადდება, ფეხბურთელები მოედანზე დაბრუნებას შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ არსებული რეგულაციების თანახმად, თუ კატალონიელები ოლმოს განაცხადში შეყვანას ვერ შეძლებენ, ესპანელ ნახევარმცველს თავისუფალი აგენტის სტატუსით კლუბის დატოვება შეეძლება.