გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ლიონი დაიყოლიეს | გალათასარაი მიქაუტაძის გასაფორმებლად ყველაფერს აკეთებს

გიორგი მიქაუტაძის გადაბირებით „გალათასარაი“ სერიოზულად ინტერესდება. დღეს, თურქულ პრესაში, ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა და მასზე რამდენიმე გავლენიანმა გამოცემამ დაწერა.

Fanatik-ის მიხედვით, „გალათასარაიმ“ „ლიონი“ დაარწმუნა და თავდამსხმელის გაყიდვაზე დაიყოლია. „წითელ-ყვითლების“ წინადადება ჯამში 22 მილიონი ევროს ოდენობისაა. აქედან 18 მილიონი გარანტირებული თანხაა, 2 მილიონი მარტივად შესასრულებელ ბონუსებზე მოდის, 2 კი - რთულად მისაღწევ ბონუსებზე.

Sporx-ის ინფორმაციით, „გალათასარაის“ წარმომადგენლები საფრანგეთში გაემგზავრებიან, რათა ტრანსფერი ოფიციალურად დახურონ. Sözcü (სიოზჯიუ) დასძენს, რომ „გალამ“ დახმარება ბაფეტიმბი გომისს სთხოვა, რომელსაც კარიერის დიდი ნაწილი „ლიონში“ აქვს გატარებული და „გალათასარაიშიც“ უთამაშია. „ყვითელ-წითლებმა“ გომისს სთხოვეს, მიქაუტაძეს დაკავშირებოდა და მასთან თურქეთსა და „გალათასარაიზე“ ელაპარაკა.

ცნობისთვის, მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 18 მილიონი ევროა. „გალათასარაის“ გარდა, ქართველი ფეხბურთელი „მარსელს“, „ლევერკუზენს“, „ევერტონს“, „იუვენტუსს“, „ბოლონიასა“ და „რომას“ დაუკავშირეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მისთვის შანსის მიცემის აზრს ვერ ვხედავ“ | მახაჩევმა თოფურიასთან ჩხუბზე ისაუბრა
„მისთვის შანსის მიცემის აზრს ვერ ვხედავ“ | მახაჩევმა თოფურიასთან ჩხუბზე ისაუბრა