ოლექსანდრ უსიკი
Aa
Aa

WBC-მა წლის საუკეთესო მოკრივედ უსიკი დაასახელა

„კრივის მსოფლიო საბჭომ“ (WBC) წლის საუკეთესო მოკრივედ უკრაინელი მძიმეწონოსანი, ოლექსანდრ უსიკი დაასახელა.

„2024 წლის 18 მაისს უსიკმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა, როდესაც ეპიკურ ბრძოლაში ტაისონ ფიური დაამარცხა და მძიმე წონის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა.

ოლექსანდრმა WBC-ის ჩემპიონის ქამარი წარმატებით დაიცვა 21 დეკემბერს, ფიურისთან მატჩ-რევანშში, რითაც მძიმე წონით კატეგორიაში თავისი დომინაცია გაიმყარა“, - აღნიშნულია WBC-ის პრესრელიზში.

შეგახსენებთ, რომ უსიკმა ფიური მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და WBA-ის, WBC-ის, WBO-ს, IBO-სა და Ring-ის საჩემპიონო ქამრები შეინარჩუნა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
2025 წელს მაკგრეგორი კრივის წესებით იჩხუბებს - ცნობილია მეტოქეც
2025 წელს მაკგრეგორი კრივის წესებით იჩხუბებს - ცნობილია მეტოქეც