მერაბ დვალიშვილი, ისლამ მახაჩევი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„უმარი ყველა კომპონენტში უკეთესია“ | მახაჩევი მერაბის წაგებას ვარაუდობს

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ისლამ მახაჩევი დემეტრიუს ჯონსონსს ბევრ თემაზე ესაუბრა. „მაითი მაუსმა“ ისლამს მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ორთაბრძოლაზეც ჰკითხა და მახაჩევმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

„გეთანხმები, რომ უმარი ყველა კომპონენტში მერაბზე უკეთესია. დვალიშვილი კარგი მებრძოლია და იცის, რა უნდა გააკეთოს. წარსულში, ყველა მეტოქის წინააღმდეგ, ეს ბევრჯერ გაუკეთებია. ძალიან კარგი სტრაიკინგი არ აქვს, მაგრამ ოპონენტს დარტყმებს აჩვენებს და შემდეგ თეიქდაუნზე მიდის.

დვალიშვილი მაღალი დონის მებრძოლია, მაგრამ ჩემი აზრით, უმარი უფრო მშიერია და ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოს, მერაბის ჭიდაობის გაჩერებაა. საკუთარი თვალით ვხედავ უმარს როგორი დაცვა აქვს და ვხედავ, რომ დვალიშვილის ჭიდაობის განეიტრალება შეუძლია. უმარი გაიმარჯვებს. ყველა მეთანხმება, რომ ის უკეთესი სტრაიკერია, მერაბის ჭიდაობის განეიტრალება მარტივი არ იქნება, მაგრამ მჯერა, ახალი ჩემპიონი გვეყოლება“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი და ნურმაგომედოვი 19 იანვრის ღამეს UFC 311-ზე იბრძოლებენ. ბუკმეკერები ფავორიტად უმარს თვლიან და მიაჩნიათ, რომ „მანქანას“ ქამრის შენარჩუნების ძალიან დაბალი შანსი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მისთვის შანსის მიცემის აზრს ვერ ვხედავ“ | მახაჩევმა თოფურიასთან ჩხუბზე ისაუბრა
„მისთვის შანსის მიცემის აზრს ვერ ვხედავ“ | მახაჩევმა თოფურიასთან ჩხუბზე ისაუბრა