ტრეი იანგის სიგიჟე | ატლანტა ჰოუქსისა და იუტა ჯაზის საოცარი მატჩი
„ატლანტა ჰოუქსმა“ და „იუტა ჯაზმა“ NBA-ის გულშემატკივრებს საოცარი მატჩი აჩუქეს. საფინალო სირენამდე 8.8 წამით ადრე, „ატლანტა“ 3 ქულით იგებდა, მაგრამ კოლინ სექსტონმა ანგარიში გაათანაბრა, რის შემდეგაც ტრეი იანგის ჯერი დადგა.
მიღებული სამქულიანის შემდეგ, „ჰოუქსს“ ტაიმაუტი არ ჰქონდა და მოსაგებად 2.9 წამი ეყო. იანგმა ბურთი მიიღო, საკუთარი ნახევრიდან ისროლა და საოცარი Game Winner-ი შემოგვთავაზა. ტრეის წყალობით, „ატლანტამ“ 124:121 იმარჯვა.
იანგს ბრწყინვალე შეხვედრა ჰქონდა და 24 ქულასთან ერთად, 20 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. კლინტ კაპელამ 18 ქულა დააგროვა, დეანდრე ჰანტერმა - 17. „იუტას“ მხრიდან საუკეთესო ლაური მარკანენი იყო - 35 ქულა. კოლინ სექსტონმა 24 ქულა დააგროვა, უოკერ კესლერმა - 21.
ცნობისთვის, „ატლანტას“ 19 მოგება და 18 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-8 ადგილს იკავებს. „იუტა“ 9 მოგებითა და 26 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 გახლავთ.