„მისთვის შანსის მიცემის აზრს ვერ ვხედავ“ | მახაჩევმა თოფურიასთან ჩხუბზე ისაუბრა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა ლეგენდარულ მებრძოლს, დემეტრიუს ჯონსონს ვრცელი ინტერვიუ მისცა. „მაითი მაუსი“ მახაჩევის სამომავლო გეგმებით დაინტერესდა და ჰკითხა, ილია თოფურიას ეჩხუბება თუ ბელალ მუჰამედს.
„ბელალმა ჩემი გეგმები გაანადგურა. ახლო მეგობრები გავხდით და ერთი და იგივე მენეჯერი გვყავს. მას მეტოქე ჰყავს, მეც მყავს, მაგრამ არავინ იცის, მომავალში რა მოხდება. იგივე ოცნება მაქვს და მინდა, ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გავხდე.
არანაირი აზრი არ აქვს, მესამედ მივცე შანსი მებრძოლს, რომელიც დაბალი წონითი დივიზიონიდან ამოდის. ალექსანდრ ვოლკანოვსკი ორჯერ დავამარცხე და ხალხი მაინც ამბობდა, რომ პატარა ბიჭს მოვუგე. თოფურია რომ დავამარცხო, იმავეს იტყვიან, მაგრამ მეორე ქამარი რომ დავისაკუთრო, აი, ეს უკვე მემკვიდრეობაა“.
შეგახსენებთ, რომ მახაჩევი მომდევნო ორთაბრძოლას არმან ცარუკიანის წინააღმდეგ გამართავს. მათი ჩხუბი UFC 311-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელიც თბილისის დროით, 19 იანვარს გაიმართება.