ხვიჩა კვარაცხელია, დანიელე ადანი
Aa
Aa

„ასე, მისი შენარჩუნების დიდი შანსი იქნება“ - ნაპოლის ექს-მცველი კვარაზე

„ნაპოლის“ ვეტერანმა ფეხბურთელმა, დანიელე ადანიმ Viva el Futbol-ის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

რას ამბობს ადანი:

„კვარას კონტრაქტთან დაკავშირებით პრობლემა ნამდვილად არსებობს, თუმცა, მგონია, რომ კლუბს ამის მოგვარება შეუძლია. ვერ ვხედავ, რომ მას კონტეს პირობებთან მორგება უჭირდეს. მოდით, განვიხილოთ ასეთი სცენარი - დიდი ალბათობით, „ნაპოლი“ მომდევნო წელს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და ასე, ქართველის შენარჩუნების უფრო დიდი შანსი იქნება. მაგრამ თუ ის წასვლას მაინც გადაწყვეტს, შესაძლებლობა გვექნება ისეთი ძლიერი შემცვლელი მოვიყვანოთ, როგორიც მაგალითად, ფედერიკო კიეზაა. ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა კლუბში პროცესებს სწორი ადამიანები მართავენ და ვფიქრობ, კონტეს სადავეები ხელში უჭირავს“.

ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი“ ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმებას ამ დრომდე ვერ აღწევენ. ბოლო ინფორმაციით, რომელიც ახალ წლამდე გავრცელდა, ნათქვამი იყო, რომ მხარეები ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს იყვნენ, რაც ხელფასის 6-მილიონ ევრომდე მომატებასა და გამოსასყიდი თანხის გაწერას ითვალისწინებდა, თუმცა, მოგვიანებით იტალიურ მედიაში დაიწერა, რომ მოლაპარაკებები კვლავ ჩიხში შევიდა. 

მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში 17 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კონტე კვარას არყოფნით ბედნიერია | კასანომ ხვიჩაზე ისაუბრა
კონტე კვარას არყოფნით ბედნიერია | კასანომ ხვიჩაზე ისაუბრა