ლევანტემ ტენერიფეს მოუგო | ქოჩორაშვილის კარგი მატჩი
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის გადადებული ტურის მატჩი გაიმართა. მე-14 ტურში „ტენერიფე’’ შინ „ლევანტესთან’’ 0:3 დამარცხდა.
ვალენსიელთა მთავარმა მწვრთნელმა ხულიენ კალერომ გიორგი ქოჩორაშვილი სასტარტოში შეუცვლელად ათამაშა.
49-ე წუთზე ხოსე მორალესმა „ლევანტე’’ დააწინაურა, 56-ე წუთზე „ტენერიფე’’ მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა. 71-ე წუთზე „ტენერიფეს’’ მეკარის, ბადიას ავტოგოლით ანგარიში გაიზარდა, მესამე გოლი ანდრეას გარსიამ გაიტანა.
გიორგი ქოჩორაშვილმა კვლავ კარგად ითამაშა, 78-დან 72 პასი ზუსტად შეასრულა. მისი 10 შორეული გადაცემიდან 7 ზუსტი იყო. მინდორზე 12-დან 7 დუელი მოიგო, მეორე სართულზე - ორივე დათმო. მის აქტივში 1 საკვანძო გადაცემაა.
25 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 18 ტურიდან 17-ში სასტარტოში ითამაშა, ერთხელ სკამზე იჯდა და ცვლილებაზე გამოვიდა.
21 ტურის შემდეგ „ლევანტე'' 35 ქულით მე-5 ადგილზეა.