გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ფეხბურთელის პოზიცია ცნობილია | გალა ლიონთან შეთანხმებას იმედოვნებს

ფრანგი ჟურნალისტის, რუდის გალეტის ინფორმაციით, „გალათასარაი’’ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, თურქული მხარე დანებებას არ აპირებს. ფეხბურთელის სურვილი ტოპ 5-ში თამაშია, მაგრამ „ლიონს’’ ფინანსური პრობლემები აქვს და „გალათასარაიში’’ იმედოვნებენ, რომ ეს ფაქტორი ტრანსფერის განხორციელებაში ხელს შეუწყობთ.

Milliyet-ის მიხედვით, „გალათასარაი“ ახალი შეთავაზება 25 მილიონი ევროს ოდენობისაა. აქედან 22 მილიონი გარანტირებული თანხაა, 3 მილიონი კი ბონუსებზე იქნება გადანაწილებული. „ლიონის“ პასუხი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ბოლო პერიოდში იწერება, რომ ფრანგებს 30 მილიონის მიღება სურთ. 

როგორც მოგეხსენებათ, „ლიონს“ ფინანსური პრობლემები აქვს და რამდენიმე ფეხბურთელის გასაყიდად მზადაა. ფრანგულმა კლუბმა „გალათასარაის“ ორი წინადადება უკვე დაბლოკა, თუმცა, „ყვითელ-წითლებთან“ დიალოგი არ შეუწყვეტია. მოკლედ, შესაძლოა კლუბებს შორის ფინანსურ საკითხზე შეთანხმებას შედგეს, მაგრამ მიქაუტაძის პოზიცია ტოპ 5-დან წასვლას გამორიცხავს.

მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 18 მილიონი ევროა. „გალათასარაის“ გარდა, ქართველი ფეხბურთელი „მარსელს“, „ლევერკუზენს“, „ევერტონს“, „იუვენტუსს“, „ბოლონიასა“ და „რომას“ დაუკავშირეს.

მსგავსი სიახლეები