კონტე კვარას არყოფნით ბედნიერია | კასანომ ხვიჩაზე ისაუბრა
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ პოდკასტ Viva el Futbol-ში სტუმრობისას ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, ანტონიო კონტეს იდეების განხორციელებისას ქართველი შემტევი საუკეთესო თვისებებს ვერ ავლენს, მას შემდეგ რაც ანტონიო კონტე „ნაპოლის'' მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, „პარტენოპეის'' თამაში ძალიან პრაგმატული გახდა, თუმცა შედეგიანობის თვალსაზრისით გუნდმა სტაბილურობა დაიბრუნა.
ანტონიო კონტე: „ვფიქრობ, კონტე კვარას არყოფნით ბედნიერია. ჩემთვის ლობოტკა და კვარა „ნაპოლიში’’ უძლიერესები არიან, მათი თამაშით მაგიჟებენ, მაგრამ კონტეს იდეა, რასაც გარედან ვხედავ, ითვალისწინებს იმას, რომ თითოეულმა მოთამაშემ უნდა გააკეთოს ის, რაც მწვრთნელს სურს. ზოგჯერ კვარას თავისუფლება უნდა მისცე და ეს შესაძლოა მწვრთნელისთვის პრობლემა იყოს. ნერეშს ორივე ფლანგზე ვხედავ და ვფიქრობ, რომ კვარა ზოგჯერ იმას აკეთებს, რაც კონტეს იდეის ნაწილი არაა.
ლუკაკუმ უფრო ბევრი უნდა გააკეთოს და კვარამ დაბრუნების შემდეგ ისევ ისე ითამაშოს, როგორც სპალეტისთან მუშაობისას იყო.
კვარა 23 წლისაა. როცა იტალიაში ჩამოვიდა, პირველივე სეზონში სკუდეტო მოიგო და სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა. გასული სეზონის შემდეგ „ნაპოლიში’’ კონტე მოვიდა, კვარა კარგად თამაშობს და მას კიდევ უფრო მეტი შეუძლია’’.
ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. ბოლო 4 ტურიდან 2 მატჩში ტრავმის გამო ვერ ითამაშა.