კილიან მბაპე
Aa
Aa

მბაპე VS. პსჟ | პარიზულ კლუბს უეფას სანქციები ემუქრება

კილიან მბაპეს წინაშე არსებული დავალიანების გამო „პარი სენ-ჟერმენს“ სანქციები ემუქრება. ამის შესახებ გამოცემა L’Equipe-ი წერს.

სექტემბერში საფრანგეთის საფეხბურთო პროფესიულმა ლიგამ (LFP) პარიზულ კლუბს მბაპეს წინაშე არსებული დავალიანების გასტუმრება დაავალა, რაც ხელფასისა და ბონუსების სახით ჯამში 55 მილიონ ევროს შეადგენს. მოგვიანებით, ვინაიდან პარიზული კლუბი დავალიანებას არ ფარავდა, მბაპემ LFP-ს სადისციპლინო კომიტეტს მიმართა, თუმცა მისი მიმართვის განხილვა შეჩერდა, ვინაიდან პსჟ-მ LFP-ს პარიზის სასამართლოში უჩივლეს.

L’Equipe-ის ცნობით, 20 დეკემბერს მბაპეს ადვოკატებმა სარჩელით მიმართეს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის უმაღლეს სააპელაციო კომისიას და პარიზული კლუბისთვის სანქციების დაწესება მოითხოვეს. როდის გაიმართება საქმის განხილვა, ჯერჯერობით უცნობია.

გარდა ამისა, პარიზულ კლუბს უეფას სანქციებიც ემუქრება, ვინაიდან, უეფას რეგლამენტის თანახმად, ყოველი წლის 15 ივლისს, 15 ოქტომბერს და 15 იანვარს ევროთასების მონაწილე კლუბებს თანამშრომლების მიმართ ყველა დავალიანება უნდა ჰქონდეთ გასტუმრებული. შესაბამისად, 15 იანვრამდე პსჟ-მ უნდა წარმოადგინოს იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ კლუბს არც ერთი ყოფილი ან მოქმედი თანამშრომლის მიმართ დავალიანება არ აქვს.

მბაპეს გარემოცვა იმედოვნებს, რომ უეფა ზეწოლას მოახდენს პარიზელებზე და აიძულებს მათ ყოფილი ფეხბურთელის წინაშე არსებული დავალიანება დაფარონ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
3-წლიანი კონტრაქტი - პსჟ-მ სალაჰს შეთავაზება გაუკეთა
3-წლიანი კონტრაქტი - პსჟ-მ სალაჰს შეთავაზება გაუკეთა