2026 წლამდე ტოტენჰემში - სონმა კონტრაქტი გაახანგრძლივა
„ტოტენჰემის“ სამხრეთკორეელი ფეხბურთელი, სონ ჰიონ მინი ლონდონურ კლუბში დარჩა.
„დეზებმა“ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნეს, საიდანაც ირკვევა, რომ მხარეებმა კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმეს.
შეგახსენებთ, რომ მინი „ტოტენჰემის“ რიგებში 2015 წლიდან აგვისტოდან თამაშობს. ლონდონური კლუბის მაისურით მან 431 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 169 გოლი და 90 შედეგიანი გადაცემაა.
Transfermarkt-ზე სამხრეთკორეელის სატრანსფერო ღირებულება 38 მილიონ ევროს შეადგენს.