მერაბ დვალიშვილი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

მერაბი ლეგენდარული არწივის წინააღმდეგ | ხაბიბი უმარის კუთხეში იდგება

მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს. მათ ორთაბრძოლას UFC 311-ზე ვიხილავთ და აღნიშნული ღონისძიება თბილისის დროით, 19 იანვარს გაიმართება.

ახლახან, ცნობილი გახდა, იმ ადამიანების ვინაობა, რომლებიც უმარს კუთხეში ეყოლება და ჩხუბისას მინიშნებებს მისცემენ. როგორც მოსალოდნელი იყო, UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი, ხაბიბ ნურმაგომედოვი საკუთარი ბიძაშვილის სეკუნდანტი იქნება. „არწივის“ გარდა, უმარის კუთხეში ხავიერ მენდესი და მაგომედ აბდულხამიდოვი იდგებიან.

UFC 311-ზე, ხაბიბი სამი მებრძოლის კუთხეში იქნება. უმარის გარდა, „არწივი“ ისლამ მახაჩევსა და ტაგირ ულანბეკოვს დაეხმარება. საინტერესოა, რომ ხაბიბი, ერთ ღონისძიებაზე, 3 მებრძოლის კუთხეში 2-ჯერ მდგარა. UFC 267-ზე, მისმა სამივე შეგირდმა გაიმარჯვა და იგივე მოხდა UFC 280-ზეც. ასე რომ, იმედი ვიქონიოთ, „მანქანა“ ამ ტრადიციას დაარღვევს.

ცნობისთვის, MMA-ში მერაბ დვალიშვილის რეკორდი 18 გამარჯვება და 4 მარცხია, უმარ ნურმაგომედოვს კი 18 ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს და ამ დრომდე დაუმარცხებელია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„თუ მერაბი უმარს დაამარცხებს...“ - დვალიშვილის მწვრთნელის პროგნოზი
„თუ მერაბი უმარს დაამარცხებს...“ - დვალიშვილის მწვრთნელის პროგნოზი