ჟოან ლაპორტა, ჰანსი ფლიკი, დეკუ
Aa
Aa

ლაპორტა, დეკუ და ფლიკი შეთანხმდნენ | ბარსა მარცხენა გარემარბს ეძებს

დანი ოლმოსა და პაუ ვიქტორის დარეგისტრირებაზე ლა ლიგისა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისგან მიღებული უარის შემდეგ „ბარსელონა“ შეტევითი პოტენციალის გაძლიერების აუცილებლობის წინაშე დადგა.

კატალონიური გამოცემა Mundo Deportivo-ს ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს კლუბის პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას, სპორტული დირექტორის, დეკუს და მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის შეხვედრა გაიმართა.

გამოცემის ინფორმაციით, ლაპორტა, დეკუ და ფლიკი შეთანხმდნენ, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბის პრიორიტეტი მარცხენა გარემარბის შეძენა უნდა იყოს.

კერძოდ, შეხვედრაზე ფლიკმა გამოთქვა აზრი, რომ არც რაფინია და არც ფერმინ ლოპესი ამჟამად თავიანთ ოპტიმალურ პოზიციაზე არ თამაშობენ, რასაც ლაპორტა და დეკუც იზიარებენ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ლა ლიგამ და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ „ბარსელონას“ ოლმოსა და ვიქტორის ხელახლა დარეგისტრირებაზე უარი უთხრეს, თუმცა დაადასტურეს, რომ კლუბი ფინანსური ფეარ-პლეის (FFP) 1:1 წესს დაუბრუნდა და სატრანსფერო ბაზარზე უფრო აქტიურად მუშაობის შესაძლებლობაც მოიპოვა.

აქვე გეტყვით, რომ უახლოეს მატჩს „ბარსელონა“ ხვალ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში „ბილბაოს“ წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალური უარი - ბარსელონა ოლმოსა და ვიქტორს ვერ დაარეგისტრირებს
ოფიციალური უარი - ბარსელონა ოლმოსა და ვიქტორს ვერ დაარეგისტრირებს