მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„ქართულ ჭიდაობას და სიმტკიცეს ვაჩვენებ“ | მერაბი უმართან ჩხუბზე

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი მაიკლ ბისპინგს ესაუბრა. „მანქანამ“ მოახლოებულ ორთაბრძოლაზე ილაპარაკა, რომელსაც უმარ ნურმაგომედოვთან გამართავს და განაცხადა, რომ გულშემატკივრები საოცარ ჩხუბს იხილავენ.

„უმართან ქართულ ჭიდაობასა და ქართულ სიმტკიცეს ვაჩვენებ. აუცილებლად დავამტვრევ და ძალიან მაგარი ჩხუბი იქნება. ნურმაგომედოვი კარგი მებრძოლია, მაგრამ როცა ძლიერი და კარგი მეტოქეები მყავს, საკუთარ უნარებსა და თავს ყოველთვის ვავლენ.

არ ველოდები, რომ მარტივი ორთაბრძოლა მექნება. უმარს პატივს ვცემ და ყოველთვის ვიცოდი, რომ მაღალი დონის მებრძოლია. მოხარული ვარ, რომ მისნაირი მოწინააღმდეგე მყავს. დაუმარცხებელია და ჩვენი ჩხუბის შემდეგ, მისი რეკორდი შეიცვლება.

დგომში ბრძოლისთვის ვემზადები. არ ვაპირებ, შონ ომალის მსგავსად, პარტერში გადავიყვანო. დგომში დავრჩები, სახეში მოვარტყამ და ფეხით დარტყმებს განვახორციელებ. მაგარი ორთაბრძოლა იქნება და შეიძლება, საღამოს საუკეთესო ჩხუბად დაასახელონ“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი და ნურმაგომედოვი 19 იანვრის ღამეს UFC 311-ზე იბრძოლებენ. ბუკმეკერები ფავორიტად უმარს თვლიან და მიაჩნიათ, რომ „მანქანას“ ქამრის შენარჩუნების ძალიან დაბალი შანსი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ეფექტური ჩატენვები და დაფარებები | გოგას ორლანდომ ნიქსს სტუმრად მოუგო
ეფექტური ჩატენვები და დაფარებები | გოგას ორლანდომ ნიქსს სტუმრად მოუგო