ბოლქვაძემ ავსტრალიის ღია პირველობაზე პირველი ეტაპი დაძლია
ქართველმა ჩოგბურთელმა, მსოფლიოს 213-ე ჩოგანმა, მარიამ ბოლქვაძემ ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი გამართა და სამ სეტში, 3:6, 6:3, 6:3 გაიმარჯვა.
მარიამის მეტოქე 154-ე ჩოგანი, ხორვატი ანტონია რუჟიჩი იყო.
ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში ბოლქვაძის მეტოქე ფრანგი სელენა იანიჩიევიჩი (188) იქნება, რომელმაც პირველ წრეში ჩინელ ლინ ჟუს ასევე სამ სეტში სძლია.
იანიჩიევიჩის დამარცხების შემთხვევაში მარიამ ბოლქვაძე ფრანგ ლეოლია ჟანჟანს და გერმანელ ელა ზაიდელს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
აქვე გეტყვით, 27 წლის ქართველ ჩოგბურთელს ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში მოსახვედრად ორი მატჩი აქვს მოსაგები.