„თუ მერაბი უმარს დაამარცხებს...“ - დვალიშვილის მწვრთნელის პროგნოზი
ჯონ ვუდმა, რომელიც მერაბ დვალიშვილის მწვრთნელია და ასევე ხალილ რაუნტრისაც ავარჯიშებს, ქართველი მებრძოლის ჩხუბზე ილაპარაკა, რომელსაც ის სულ მალე უმარ ნურმაგომედოვთან გამართავს.
მისი თქმით, თუ „მანქანა“ მოიგებს, ის სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი გახდება.
„თუ მერაბი ოქტაგონზე გავა და უმარს დაამარცხებს, მე კი ამის მჯერა, მაშინ ვფიქრობ, რომ არანაირი ეჭვი არ იარსებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მერაბი სუპერმსუბუქ წონაში ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია. ასე რომ, ვფიქრობ, მალე მის მომდევნო მეტოქეს ვიხილავთ“, - თქვა ვუდმა MMAJunkie-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი და ნურმაგომედოვი 19 იანვრის ღამეს UFC 311-ზე იბრძოლებენ. ბუკმეკერები ფავორიტად უმარს თვლიან და მიაჩნიათ, რომ „მანქანას“ ქამრის შენარჩუნების ძალიან დაბალი შანსი აქვს.