გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ახალი შეთავაზება ლიონს | გალათასარაი მიქაუტაძის სანაცვლოდ 25 მილიონს იხდის

„ლიონის“ ქართველი ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის გადაბირება „გალათასარაის“ სურს და თურქული კლუბი ტრანსფერის დასახურად აქტიურად მუშაობს. ცნობილი გამოცემა, Milliyet-ი ახალ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ „გალამ“ „ლიონს“ გაუმჯობესებული წინადადებით მიმართა.

Milliyet-ის მიხედვით, „გალათასარაი“ ოფიციალური შეთავაზება 25 მილიონი ევროს ოდენობისაა. აქედან 22 მილიონი გარანტირებული თანხაა, 3 მილიონი კი ბონუსებზე იქნება გადანაწილებული. „ლიონის“ პასუხი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ბოლო პერიოდში იწერება, რომ ფრანგებს 30 მილიონის მიღება სურთ.

როგორც მოგეხსენებათ, „ლიონს“ ფინანსური პრობლემები აქვს და რამდენიმე ფეხბურთელის გასაყიდად მზადაა. ფრანგულმა კლუბმა „გალათასარაის“ ორი წინადადება უკვე დაბლოკა, თუმცა, „ყვითელ-წითლებთან“ დიალოგი არ შეუწყვეტია.

ცნობისთვის, მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 18 მილიონი ევროა. „გალათასარაის“ გარდა, ქართველი ფეხბურთელი „მარსელს“, „ლევერკუზენს“, „ევერტონს“, „იუვენტუსს“, „ბოლონიასა“ და „რომას“ დაუკავშირეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ეფექტური ჩატენვები და დაფარებები | გოგას ორლანდომ ნიქსს სტუმრად მოუგო
ეფექტური ჩატენვები და დაფარებები | გოგას ორლანდომ ნიქსს სტუმრად მოუგო