ანჩელოტი ვინისიუსზე: ვფიქრობ, მას არ დასჯიან - ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა
კარლო ანჩელოტიმ ვინისიუს ჟუნიორის შესაძლო დისკვალიფიკაციის შესახებ ილაპარაკა.
მადრიდის „რეალმა“ პარასკევს მატჩი „ვალენსიასთან“ გამართა და 2:1 დაამარცხა. შეხვედრას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. მეორე ტაიმში მოედნიდან ვინისიუსი გააძევეს, რომელსაც კონფლიქტი სტოლე დიმიტრიევსკისთან მოუვიდა.
„ვფიქრობ, მას არ დასჯიან. ვინისიუსს შეღავათები არ სჭირდება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ორჯერ მოგებაში დაგვეხმარა. ის „რეალის“ ყველა გულშემატკივარს უყვარს, ამიტომაც თამაშობს ასე კარგად“, - თქვა სამეფო გუნდის თავკაცმა.
„რეალმა“ გუშინ მატჩი „დეპორტივა მინერასთან“ გამართა და 0:5 დაამარცხა.