სანდრო მამუკელაშვილი, დევინ ვესელი, ვიქტორ ვემბანიამა, ზაკ ლავინი
Aa
Aa

მამუკელაშვილს არ უთამაშია | სან ანტონიომ ბოლო 4 წუთში ქულა ვერ ჩააგდო და წააგო

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ დასანანი მარცხი იწვნია. ქართველი კალათბურთელის გუნდი „ჩიკაგო ბულსს“ დაუპირისპირდა და საშინლად ჩატარებული მეოთხე მეოთხედის გამო წააგო.

გადამწყვეტი პერიოდის დაწყებამდე, „სან ანტონიოს“ 13-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა, საფინალო სირენამდე თითქმის 4 წუთით ადრე კი 110:103-ს იგებდა, მაგრამ ბოლო 3:53 წუთში, ქულა ვერ ჩააგდო და 110:114 დამარცხდა.

მამუკელაშვილს სათამაშო დრო არ მიუღია, „სან ანტონიოს“ მხრიდან კი საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა იყო - 23 ქულა, 14 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 8 დაფარება. კრის პოლმა 18 ქულა, 6 მოხსნა და 9 ასისტი მიითვალა, დევინ ვესელსა და კელდონ ჯონსონს კი 11-11 ქულა ჰქონდათ. „ჩიკაგოს“ მხრიდან ყველაზე მეტი, 35 ქულა ზაკ ლავინმა ჩააგდო. ნიკოლა ვუჩევიჩმა 25 ქულა და 11 მოხსნა გააკეთა, კობი უაითი 23 ქულას დასჯერდა.

ამრიგად, „სან ანტონიოს“ 18 მოგება და ამდენივე წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციის მე-10 ადგილს იკავებს. ტექსასელები მომდევნო შეხვედრას 9 იანვარს, „მილუოკი ბაქსის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ხალხი კიდევ ფიქრობს, რომ მერაბი სულელია, მაგრამ...“ - სონენმა „მანქანა“ დაიცვა
„ხალხი კიდევ ფიქრობს, რომ მერაბი სულელია, მაგრამ...“ - სონენმა „მანქანა“ დაიცვა