ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობა საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდი წარმატებით დაძლია - ქართველმა ჩოგბურთელმა 16 წლის ავსტრალიელი, კრუზ ჰიუიტი ორ სეტში, 6:1, 6:4 დაამარცხა.

ცნობისთვის, კრუზ ჰიუიტი ავსტრალიის ღია პირველობაზე უაილდ ქარდით მოხვდა. ის ლეგენდარული ავსტრალიელი ჩოგბურთელის, ლეიტონ ჰიუიტის ვაჟია.

ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე ალიბეკ კაჩმაზოვი (197) იქნება.

კაჩმაზოვის დამარცხების შემთხვევაში ბასილაშვილი იტალიელ ფრანჩესკო პასაროსა და ესპანელ ხავიერ ბარანკო კოზანოს შორის გამარჯვებულს შეხვდება და თუ ამ შეხვედრასაც მოიგებს, ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში მოხვდება.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში ბასილაშვილმა სწორედ ავსტრალიაში, ორი წლის წინ ითამაშა, სადაც პირველივე წრეში ამერიკელ ტეილორ ფრიცთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ჯოკოვიჩი ბრისბენის ტურნირს გამოეთიშა - ნოლე მსოფლიოს 293-ე ჩოგანთან დამარცხდა
ჯოკოვიჩი ბრისბენის ტურნირს გამოეთიშა - ნოლე მსოფლიოს 293-ე ჩოგანთან დამარცხდა