ლაუტარო მარტინესი, ტამი აბრაჰამი, ტეო ერნანდესი, კრისტიან პულიშიჩი, მეჰდი ტარემი
Aa
Aa

მილანის საოცრება - როსონერიმ ინტერს სუპერთასის ფინალი 2:0-დან მოუგო

იტალიის სუპერთასის ფინალში გულშემატკივარმა „დერბი დე ლა მადონინა“ იხილა. საუდის არაბეთში გამართული „ინტერისა“ და „მილანის“ დაპირისპირება საკმაოდ სანახაობრივი და დრამატული გამოდგა, სადაც გამარჯვება „როსონერიმ“ მოიპოვა.

თავდაპირველად, „ინტერისთვის“ ყველაფერი იდეალურად მიდიოდა და ინძაგის გუნდი 2:0-საც იგებდა. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, ლაუტარო მარტინესმა გახსნა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი მეჰდი ტარემიმ სხვაობა ორბურთამდე გაზარდა.

ერთი შეხედვით, „როსონერისთვის“ ყველაფერი დასრულებული იყო, თუმცა, სერჟიო კონსეისაუს გუნდმა შეუძლებელი შეძლო და თამაში შემოატრიალა.

52-ე წუთზე ტეო ერნანდესმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მე-80 წუთზე კი კრისტიან პულისიჩმა წონასწორობა აღადგინა. გამარჯვების გოლი შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე ტამი აბრაჰამმა გაიტანა და „მილანს“ ისტორიაში სუპერთასის მე-8 ტიტული მოაგებინა.

ისტორიაში ეს 225-ე მილანური დერბი იყო, „მილანმა“ კი „ინტერს“ 73-ე შეხვედრა მოუგო. „ინტერის“ ანგარიშზე 85 გამარჯვებაა, 67 მატჩი კი ფრედ დასრულდა.

მსგავსი სიახლეები