ნომინაციაში - წლის საბმიშენი, მახაჩევმა გაიმარჯვა
MMA-ს დაღესტნელმა მებრძოლმა, ისლამ მახაჩევმა ნომინაციაში - „წლის საბმიშენი“ გაიმარჯვა. ინფორმაცია თავად UFC ავრცელებს და ვიდეოს აქვეყნებს.
REMAINED A TOP THE LIGHTWEIGHT THRONE ????@MAKHACHEVMMA is the 2024 #UFCHonors Submission of the Year Winner! pic.twitter.com/q8tl5ORbrx
— UFC (@ufc) January 6, 2025
33 წლის მახაჩევმა ეს ჯილდო მოიპოვა იმ მახრჩობელა ილეთისთვის, რომლითაც მან ამერიკელი მეტოქე და მსუბუქ წონაში UFC-ს დროებითი ჩემპიონი, დასტინ პორიე დაამარცხა.
ეს შეხვედრა გასული წლის 2 ივნისს, UFC 302-ზე გაიმართა. ისლამს მომდევნო ჩხუბი არმან ცარუკიანთან აქვს, რომელიც 19 იანვარს, UFC 311-ზე გაიმართება და ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.
მათი პირველი დაპირისპირება 2019 წლის აპრილში, UFC Fight Night 149-ზე გაიმართა და ის ისლამის გამარჯვებით დასრულდა.