მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩის დროს, ენფილდის სახურავიდან წყალი ჩამოვიდა
Aa
Aa

მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩის დროს, ენფილდის სახურავიდან წყალი ჩამოვიდა

„ლივერპული“-„მანჩესტერ იუნაიტედის“ მატჩის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში ვიდეობი გავრცელდა, რომელშიც ჩანს, რომ „ენფილდის“ სახურავიდან წყალი ჩამოვიდა.

როგორც Athletic-ი წერს, ამ დროისთვის „ლივერპული“ მომხდარის მიზეზებს იკვლევს. ერთ-ერთი ვერსიით, წყალი დიდთოვლობამ გამოიწვია, რის გამოც, „წითელ ეშმაკებთან“ მატჩი შესაძლებელი იყო გადადებულიყო, თუმცა უშუალოდ შეხვედრის დროს, გადაუღებლად წვიმდა.

როგორც მოსალოდნელია, ინციდენტის გამოძიება შაბათამდე დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერ ლიგის მე-20 ტურის ცენტრალურ მატჩში, „ლივერპული“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდა და სანახაობრივ შეხვედრაში ფრედ, 2:2 ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მისი წასვლა უდიდესი დანაკლისია“ - კარლსრუეს მწვრთნელი ბუდუზე
„მისი წასვლა უდიდესი დანაკლისია“ - კარლსრუეს მწვრთნელი ბუდუზე