„ხალხი კიდევ ფიქრობს, რომ მერაბი სულელია, მაგრამ...“ - სონენმა „მანქანა“ დაიცვა
UFC-ის ყოფილმა მებძოლმა და დიდების დარბაზის წევრმა, ჩეილ სონენმა მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ბრძოლაზე ისაუბრა და ქართველი მებრძოლი დაიცვა.
რას ამბობს სონენი „მანქანაზე“:
„ხალხი კიდევ ფიქრობს, რომ მერაბი თამაშობს და სულელია... არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი. შესაძლოა, ეს მისი ცეკვიდან წამოვიდა... ამ ცეკვის გამო ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს, რომ საყვარელი ადამიანია, ზოგმა კი სულელად მოიხსენიოს. მერაბს ვარჯიშებითა და ბრძოლებით სულელს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ის იმ ბიჭებიდან ერთ-ერთია, რომელიც პირველ რიგში კარგი სპორტსმენია. და ასევე, მერაბია ერთ-ერთია იმ ბიჭებს შორის, ვისთანაც თამაში არ შეიძლება“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარს 19 იანვარს, UFC 311-ზე უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს.