შალვა მამუკაშვილი
Aa
Aa

შალვა მამუკაშვილი: ბაიონასთან გამარჯვებით გვაქვს შანსი პირველად გავიდეთ პლეი ოფში

2025 წლის პირველ სარაგბო ზეიმში, „შავი ლომი“ ჩელენჯ თასის მესამე რაუნდში, ტოპ 14-ის ერთ-ერთ ლიდერ „ბაიონას“, 11 იანვარს, 19:15 საათზე „მიხეილ მესხზე” უმასპინძლებს.

ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ცენტურიონი ბორჯღალოსანი შალვა მამუკაშვილი იმედოვნებს, რომ თამაში მასპინძლების გამარჯვებით დასრულდება, რაც მათ ფლეი ოფში პირველად გასვლის შესაძლებლობას მისცემს:

„ბაიონა საკმაოდ ძლიერი გუნდია, რომელიც ამჟამად ტოპ 14-ში მე-4 ადგილზეა. მათ მრავლად ჰყავთ ყოფილი სანაკრებო, ძალიან გამოცდილი მოთამაშეები. ჩვენი მომავალი მეტოქის შემადგენლობას თუ გადავხედავთ, არაერთი ვარსკვლავური სახელი და გვარი შეგვხვდება. „ბაიონა“ პირველი და მეორე შემადგენლობა დიდად არ განსხვავდება, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა რა გუნდით ჩამოვლენ, ნებისმიერ შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და მძიმე თამაში გვექნება”.

„მაგრამ ამ შეხვედრაში გამარჯვებით გვაქვს შანსი პირველად გავიდეთ პლეი ოფში და ამაში, მწვრთნელებისა და მოთამაშეების ძალისხმევასთან ერთად, ძალიან დაგვჭირდება გულშემატკივრის თანადგომა, რომელსაც შანსი აქვს გვიგულშემატკივროს და დატკბეს ისეთი სარაგბო სანახაობით, რომლის მსგავსითაც ქართული რაგბი განებივრებული არ არის”.

შეგახსენებთ, ორი ტურის შემდეგ ჩელენჯ თასის მესამე ჯგუფში ყველაზე დაძაბული მდგომარეობაა. სამ გუნდს 6, ხოლო სამს 4 ქულა აქვს და ყველაფერს დასკვნითი ორი თამაში გადაწყვეტს. „შავ ლომსა“ და „ბაიონას“ 4-4 ქულა აქვთ.

ჩვენი გუნდი მეტოქეს დამატებითი მაჩვენებლებით აღემატება და მე-4 ადგილზეა, პლეი ოფში კი თითო ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო გადის.

წყარო: Rugby.ge

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სადებიუტო ლელო - შვანგირაძემ ტოპ 14-ში აქტივი გახსნა
სადებიუტო ლელო - შვანგირაძემ ტოპ 14-ში აქტივი გახსნა