ხამეს როდრიგესი
Aa
Aa

მხოლოდ ოთხი თვე გაძლო - ხამესი რაიოდან წავიდა

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაბრწყინებულ ხამეს როდრიგესს ყველა უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, მან საკუთარი შესაძლებლობების 50 პროცენტიც კი ვერ გამოავლინა და კარიერას უსახელოდ ასრულებს. ყოველ შემთხვევაში მასთან დაკავშირებული ბოლო შემთხვევა სწორედ ამაზე მიანიშნებს - გასულ ზაფხულს „რაიოში“ ჩარიცხულმა 33 წლის კოლუმბიელმა ნახევარმცველმა 4-თვიანი პერიოდის შემდეგ მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა.

თავად როდრიგესის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება როგორც ეკონომიკური, ასევე სპორტული მიზეზებით არის განპირობებული და იქვე „ვალეკანოს“ ხელმძღვანელობისთვის მადლობის გადახდა არ დავიწყებია იმისთვის, რომ განთავისუფლების ფურცელი ყოველგვარი პრობლემების გარეშე მისცეს, ახლა თავისუფალი აგენტის სტატუსით ისარგებლებს და მისი დამატება ნებისმიერ მსურველ კლუბს უფასოდ შეეძლება.

ვარაუდობენ, რომ ვეტერანი ნახევარმცველი უახლოეს მომავალში საუდის არაბეთის კლუბებთან წამოიწყებს მოლაპარაკებებს და რომელი გუნდიც უფრო მეტად იზრუნებს მისი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, იმასთან გააფორმებს ხელშეკრულებას. ცნობისათვის, ხამესმა „რაიოში“ 6 მატჩი ჩაატარა, მოედანზე საშუალოდ 22 წუთს ატარებდა და შედეგიანი მოქმედებით თავი არ გამოუჩენია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ნოსტალგია - ბავშვი, რომელიც ცას ხელით შეეხო
ნოსტალგია - ბავშვი, რომელიც ცას ხელით შეეხო