გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

გიორგი მიქაუტაძე მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს დაეხმარება

საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე საქველმოქმედო აქციას 8 იანვარს ჩაატარებს.

ქართველი შემტევი ჯერ კიდევ გასული წლის 18 დეკემბერს, სიმსივნით დაავადებულ ფრანგ ბავშვებს უნდა დახმარებოდა, თუმცა, გრიპის ვირუსის გამო საქველმოქმედო აქციის გადადება მოუწია, თუმცა, პირობა დადო, რომ მას მოგვიანებით აუცილებლად ჩაატარებდა, „ლიონთან“ დაახლოებული სააგენტოების ინფორმაციით კი მიქაუტაძემ აქციის ჩატარება 8 იანვარს გადაწყვიტა.

გიორგი მიქაუტაძე ოთხშაბათს „ლიონის“ გულშემატკივრებს შეხვდება და მათთან თავის ავტოგრაფიან მაისურებს გაათამაშებს, რითაც ქომაგებისგან გარკვეულ თანხას მოიზიდავს. ფული მთლიანად ადგილობრივი კლინიკა Femme Mère Enfant-ის ფონდში გადაირიცხება, რომელიც მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდება.

მსგავსი სიახლეები