კოვინგტონი: ცარუკიანს მახაჩევის დანოკაუტება შეუძლია
ქვესაშუალო წონაში UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, კოლბი კოვინგტონმა ისლამ მახაჩევისა და არმან ცარუკიანის ჩხუბზე ილაპარაკა, რომელიც სულ მალე ლოს-ანჯელესში გაიმართება.
კოვინგტონი მიიჩნევს, რომ სომეხ მებრძოლს დაღესტნელი მეტოქის დანოკაუტება შეუძლია.
„არმანი ძალიან მაგარი სპორტსმენია. ვფიქრობ, მას მოგება შეუძლია. შეხედეთ, როგორი პლასტიკურია. ძალიან შთამბეჭდავი იყო იმის ნახვა, როგორ დაიძვრინა მან თავი ჩარლზ ოლივეირას მახრჩობელა ილეთისგან. მე მჯერა. არმანს აქვს ძალა, რომელიც ისლამის დანოკაუტებაში დაეხმარება“, - თქვა კოვინგტონმა Submission Radio-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევს ბრძოლა არმან ცარუკიანთან აქვს, რომელიც 19 იანვარს, UFC 311-ზე გაიმართება და ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.
მათი პირველი დაპირისპირება 2019 წლის აპრილში, UFC Fight Night 149-ზე გაიმართა და ის ისლამის გამარჯვებით დასრულდა.