„ნაპოლის ეს გარემოება ყველაზე დიდ უპირატესობას ანიჭებს“ - კაპელო სკუდეტოს ფავორიტებზე
ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ იტალიური Rai Radio 1-ის ეთერში სკუდეტოს მიმდინარე სეზონზე ისაუბრა და ფავორიტები დაასახელა.
რას ამბობს კაპელო:
„ნაპოლის“ მიმდინარე სეზონში შეუძლია მხოლოდ ჩემპიონობაზე იფიქროს, რაც სხვა გუნდებთან მიმართებით უპირატესობით ანიჭებს. მათ კვირიდან კვირამდე შეუძლიათ მშვიდად იზრუნონ თავის ძლიერი და სუსტი მხარეების გაუმჯობესებაზე. როდესაც დაღლილი მოთამაშე იქნება, არის შესაძლებლობა, რომ შედარებით ნაკლები დატვირთვით ივარჯიშოს. ეს ფაქტორები კონტეს გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დიდ უპირატესობას ანიჭებს“.
„ასევე, გასპერინიმ დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა „ატალანტასაც“ შეუძლია. რაც შეეხება „ინტერს“, მას საკმაოდ მაღალი ხარისხი აქვს მაშინაც კი, თუ გუნდის ძირითადი ბირთვი შეიცლვება. ინძაგი როტაციას ყოველთვის წარმატებით ახერხებს“.
19 ტურის შემდეგ, სერია A-ს სატურნირო ცხრილს 44 ქულით „ნაპოლი“ ლიდერობს, მეორე პოზიციაზე 41 ქულით „ატალანტაა“, რომელსაც „პარტენოპეისთან“ შედარებით ერთით ნაკლები მატჩი აქვს გამართული, მესამე ადგილზე კი 40 ქულით „ინტერი“ იმყოფება, თუმცა, „ნერაძურის“ 17 მატჩი აქვს გამართული.